წესები და პირობები

ვებ გვერდის წესები და პირობები

საიტზე ვიზიტით ან/და რეგისტრაციით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულებას და საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ ხელშეკრულებას ან საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მაშინ გთხოვთ შეწყვიტოთ საიტის გამოყენება;

გახსოვდეთ საიტზე ვიზიტი შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუმცა საიტზე რეგისტრაცია და შესაბამისად ნივთების შეძენა დაშვებულია მხოლოდ სრულწლოვანი (18 წლის ასაკს მიღწეული) პირებისათვის.

ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც შპს იზი.ჯი საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ.

მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა.

წესები და პირობები

შპს იზი.ჯი (შემდგომში იზი.ჯი ს.ნ. 402179405 ) და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:

წინამძღვრები და პირობები

1. იზი.ჯი (ს.ნ. 402179405) არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მმართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა ფეხსაცმლის მოდელებს და აქსესუარებს.

2. კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ასევე ფილიალში ვიზიტით შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. იზი.ჯის მომხმარებელი სარგებლობს  თბილისში უფასო,ხოლო რეგიონში ფასიანი საკურიერო მომსახურებით.

3. მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე და გადახდის დასრულებისას.კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

მოვაჭრის ვალდებულებები

• მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.

• საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.

• მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია)

• თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

• საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

• საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

• მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

• მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

• იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

• მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

• თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

მხარეთა პასუხისმგებლობა

• თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.

• მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

იზი.ჯი (ს.ნ. 402179405) საშუალებას აძლევს კლიენტს, ნივთის მიწოდებისას, ვიზუალურად დაათვალიერებინოს შერჩეული პროდუქტი და მოწონების შემთხვევაში იყიდოს ნივთი.

შეკვეთის განხორციელება

მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია საიტზე საბანკო გადახდით. ასევე იზი.ჯისთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.

იზი.ჯის (ს.ნ. 402179405) ვალდებულებები

იზი.ჯი (ს.ნ. 402179405), ბარათით გადახდის მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.

შპს იზი.ჯის  (ს.ნ. 402179405) ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლის პოლიტიკა

სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის შეცვლის ვადა შეადგენს 15 კალენდარულ დღეს ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.

ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.პროდუქციის გაცვლისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.

წინამდებარე პირობების გათვალისწინებით შეცვლა დაქვემდებარებული პროდუქციის გამყიდვლის სავაჭრო ობიექტამდე მიტანას მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი ხარჯით და რესურსით.

შეცვლას არ ექვემდებარება შემდეგი პროდუქცია:

ნივთი არ იცვლება, თუ ის არის ჩაცმული, გამოყენებული, დაზიანებული და არ არის პირვანდელ მდგომარეობაში.

მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესი

მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს Ease.ge-ის ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე : info@ease.ge და დააფიქსიროს მოთხოვნა. კომპანია მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს და დაუბრუნებს დასაბუთებულ პასუხს მომხმარებელს.

კონფიდენციალურობა

წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.

ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.

დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს ისურვეს ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.

პრეტენზიები და დავები

მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.

კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ძებნა ease.ge

შესვლა

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდა პაროლი? შეიყვანე მომხმარებელი ან ელ-ფოსტა. პაროლის განახლების ბმული გამოიგზავნება ელ-ფოსტაზე.

კალათა (0)

Added to wishlist!