დაბრუნების პოლიტიკა
დაბრუნების პოლიტიკა
Ease.Ge-ზე (ს.ნ. 402179405) შეძინილი პროდუქციის დაბრუნების უფლება მომხმარებელს აქვს ნივთის შეძენიდან 14 დღის განმავლობაში :
(ა) ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს ან მოგვწეროს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე – info@ease.ge (ს.ნ. 402179405)
(ბ) დაბრუნებას ექვემდებარე კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, 30 ლარამდე ნივთები, ჰიგიენური ნივთები და სხვა)
იზი.ჯი-ზე შეძინილი პროდუქციის დაბრუნების უფლება, მომხმარებელს აქვს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
(ა) ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს ან მოგვწეროს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე – info@ease.ge (ს.ნ. 402179405)
(ბ) დაბრუნებას ექვემდებარე კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (ჩაცმული,დაზიანებული და სხვა)
დაბრუნების პირობები
კლიენტი გადაწყვეტილებას ნივთის შესყიდვის შესახებ იღებს უშუალოდ პროდუქტის მიღების მომენტში, რა დროსაც კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვაზე და უკან დაიბრუნოს გადახდილი თანხა (წინასწარ გადახდისას).
კლიენტს შეკვეთის გაუქმება შეუძლია ნივთის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს.
ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის გაცხადებიდან, მომხმარებელს ენიჭება 14 დღიანი ვადა ნივთის დასაბრუნებლად. აღნიშნული ვადის გასვლა, კომპანიას უფლებას ანიჭებს უარი განაცხადოს ნივთის უკან დაბრუნებაზე.
მომხმარებელია ვალდებულია გასწიოს პროდუქციის დაბრუნების ხარჯი.
მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
იზი.ჯი-ისთვის (ს.ნ. 402179405) მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან განსხვავდება ვებგვერდზე მითითებულისგან, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
იზი.ჯის პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:
A. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე თუ:
• მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი),(არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა ნივთის შემოწმების მიზნით)
• პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
• პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
B. იზი.ჯი – მ არ შეასრულა დანაპირები:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქციას;
• პროდუქტი დაზიანებულია;
• მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა იზი.ჯი-ს (ს.ნ. 402179405) მხრიდან;
C. პროდუქტს აქვს თავდაპირველი ნაკლი.
საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?
• პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.
როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?
• შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით ….. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 557 11 00 85.
რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?
• თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში.ნივთის დაუზიანებელი ყუთი და სხვა.
ქარხნული წუნის 14 დღის შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ კომპანიას.
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?
• თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში
• დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 14 დღის განმავლობაში.
• იზი.ჯი-ს წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?
იზი.ჯი ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 14 დღის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
თავდაპირველი ნაკლის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში.
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან
როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?
• თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.