EASE BLOG
Posted in

Nike Air Max 97s Lil Nas X

Posted in

Lil Nas X რეპერი, რომელსაც მოზარდთა უზარმაზარი ფანკლუბი ჰყავს, ამჯერად სატანური ფეხსაცმლით წარსდგა მათ წინაშე. ფეხსაცმლის პოპულარული ვებსაიტის “SAINT” თანახმად, Lil Nas X თანამშრომლობს კრეატიულ სააგენტო MSCHF-სა და Nike- თან. მათ სიმბოლურად 666 წყვილი ფეხსაცმელი გამოუშვეს და თითოეულში ადამიანის ნამდვილი სისხლი გამოიყენეს. თასმებზე ბრინჯაოს პენტაგრამაა მიმაგრებული. ფეხსაცმელზე გვხვდება წარწერა LUKE 10:18, რაც ლუკას სახარების ნაწყვეტზე მიუთითებს: „და უთხრა მან, მე დავინახე სატანა, რომელიც ელვასავით დაეშვა ზეციდან.” Nikes-ის მოდიფიცირებული 666 წყვილი, რომლის ღირებულება $ 1,018 იყო სრულად გაიყიდა ვიტრინებში გამოჩენიდან უმოკლეს დროში. გავრცელებული ინფორმაციით, რეპერს სატანისტური ფეხსაცმელი ეცვა თავის უახლეს ვიდეორგოლში “Montero”. ბუნდოვანია, ლილ ნას X ხუმრობს თუ ნამდვილად სატანისტია, მაგრამ ფაქტია ბავშვებისთვის საყვარელმა რეპერმა უამრავი ადამიანი – განსაკუთრებით, კი ქრისტიანი მშობლები შეაშფოთა თავისი პოზიციით. NIKE-მა ფეხსაცმლის შექმნის პროცესთან ყოველგვარი კავშირი უარყო და ბრენდის ცნობილი სილუეტის Nike Air Max 97s უკანონოდ გამოყენებისთვის რეპერს საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლებს. “რეალურად სილუეტის გამოჩენამ Nike-ის სახელით უკვე გამოიწვია მომხმარებელთა დაბნეულობა და მათი მხრიდან ბოიკოტი”, სარჩელში ნათქვამია, რომ Nike– მა უნდა შეინარჩუნოს კონტროლი თავის ბრენდზე ავთენტური ლოგოების შენარჩუნებით.

დაწერე კომენტარი

ძებნა ease.ge

შესვლა

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდა პაროლი? შეიყვანე მომხმარებელი ან ელ-ფოსტა. პაროლის განახლების ბმული გამოიგზავნება ელ-ფოსტაზე.

კალათა (0)

Added to wishlist!