განვადებით ყიდვის შემთხვევაში, განვადების ფორმაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ.

განვადების დამტკიცების შემთხვევაში ჩვეულებისამებრ ამოქმედდება სტანდარტული წესები.

განაცხადის შევსება შესაძლებელია ჩვენთან მითითებული ბანკებით, და მათი დამტკიცებაც შესაბამისად ხდება თქვენს მიერ არჩეული ბანკის განვადების მენეჯერთან.

იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფეხსაცმლის შეძენის შემდეგ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო აღმოჩნდა, რომ ნივთი საწყობში არ მოიპოვება, თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.

არასწორი ზომის შემთხვევაში მოხდება ფეხსაცმლის უკან გამოგზავნა და ზომის ამოცვლა. გასათვალისწინებელია რომ იცვლება მხოლოდ ზომა და არა ფეხსაცმლის მოდელი, გამოგზავნის ხარჯებს კომპანია EASE.GE ანაზღაურებს.

მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად, აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საიტზე ინფორმაცია შეჰყავს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

საიტზე ინფორმაციის შეყვანისას მომხმარებელი უფლებას აძლევს საიტის ადმინისტრაციას გამოიყენოს ეს ინფორმაცია შეძენილი ნივთის გადასაცემად.

საიტის წესებიდან გამომდინარე მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.