შესავალი

კომპანია ეთანხმება მხარეებს შორის მოცემული შეთანხმების პირობებს, ყველაფერს, რაც შეეხება საქონელს, მომსახურებას, და ინფორმაციას გადმოცემულს საიტის მეშვეობით. ეს შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულებას მაღაზიასა და ფიზიკურ პირს შორის. ანაცვლებს ყველა წინა ან სხვა შეთანხმებას, რომელიც შეეხება საქონელს, მომსახურებას და ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია საიტის მეშვეობით. კომპანია თანხმდება გადახედოს და დაეთანხმოს ამ შეთანხმებას საიტიდან საქონლის ან მომსახურების შეძენამდე.


ინფორმაცია გადახდაზე:

კომპანიას ესმის და იძლევა გარანტიას, რომ მისგან მოწოდებული ინფორმაცია კომპანიის შესახებ არის ნამდვილი, სწორი და სრული. კომპანიის მიერ საქონლის და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება მაღაზიის მხრიდან მოხდება მყიდველის საკრედიტო ბარათის, საბანკო გადარიცხვის (მაღაზიის მიერ მიწოდებული ინვოისის საფუძველზე) ან ნაღდი ანგარიშსწორების მეშვეობით. კომპანია ვალდებულია გადაიხადოს საქონლის, მომსახურების და ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის მიხედვით. კომპანია პასუხისმგებელია ყველა გადახდაზე, რომელიც წარმოებულია კომპანიის პაროლით. კომპანია თანხმდება, რომ დაიცავს თავისი პაროლის კონფიდენციალურობას და 24 საათის განმავლობაში შეატყობინებს მაღაზიას პაროლის ყოველგვარი არასანქცირებული გამოყენების ან ამ შეთანხმების პირობების რაიმე დარღვევის შემთხვევას. მაღაზია მომხმარებელს არ იცავს მისი პაროლის არასანქცირებული გამოყენებისგან. საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, თუ თანხის ჩარიცხვა არ აისახება მაღაზიის ანგარიშზე 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, მაღაზია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა.


რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია:

მაღაზია იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას საიტზე ნებისმიერი ინფორმაციის, ფასების, შესყიდვის პირობების, მიტანის, მომსახურების პირობების, წაშლის ან დამატების თაობაზე მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასევე შეცვალოს ან გააუქმოს ყველა პირობა საქონლის შესყიდვასა და მომსახურებაზე. მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს საიტზე პუბლიკაციის შემდგომ განხორციელებულ გარიგებებზე.


მომსახურების მიღება–გაწევა:

მაღაზია ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. მაღაზია უფლებას იტოვებს კომპანიას შეუთანხმოს და შესთავაზოს იმ პროდუქციის ან მომსახურების, რომლის ღირებულება მომხამრებელმა გადაიხადა, მაგრამ ვერ მიიღო, სანაცვლოდ მსგავსი პროდუქცია ან მომსახურება. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს პროდუქციის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს მომხმარებლის თანხა, რომელიც მან გადაიხადა პროდუქციაში ან მომსახურებაში, რომელიც ვერ მიიღო.


პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები:

თქვენ გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან თქვენს მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს თქვენთვის დაკვეთის გადმოცემისას, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით. შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია.. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.


დაბრუნება და გაცვლა:

მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულებას იღებს მიაწოდოს მის მიერ შეძენილი პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: მოხმარების წესები, უსაფრთხოების წესები, შენახვის პირობები, ექსპლუატაციის და გამოყენების სხვა წესები. მაღაზია უფლებას იტოვებს აწარმოოს მომხმარებელთან საინფორმაციო კავშირი, მის მიერ მითითებული საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.


პროდუქტის დასაბრუნებლად მომხმარებელმა წერილობითი ფორმით უნდა შეატყობინოს  2 დღის განმავლობაში , პროდუქტის დაბრუნების მოთხოვნის ელ. ფორმის შევსებითა და წარდგენით. თქვენ უნდა შეინახოთ გაუქმების განცხადების ჩანაწერი; პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული, გარეცხილი ან დაზიანებული; შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული; პროდუქტი უნდა დაბრუნდეს თავდაპირველი შეფუთვით; პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს შეკვეთიდან 4 დღის განმავლობაში.