Dad shoes- ტრენდი – Ease
EASE BLOG
Posted in

Dad shoes- ტრენდი

Posted in

რეტრო სტილის, სქელი სილუეტის სპორტული ფეხსაცმელი, რომელმაც მაღალ მოდას შორისაც კი თავისი ავთენტური ადგილი დაიმკვიდრა. ისინი გამოირჩევა სქელი ძირით, სხვადასხვა ზომის/ფორმის კონტურებით და ნათელი ფერებით. ამასთანავე გამორჩეულად კომფორტული სატარებელია, სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა განსაზღვრა მისი პოპულარობა. ისინი გვაძლევენ საკუთარი თავის უკეთ გამოხატვის საშუალებას. ტრენდი შთაგონებულია 80-90-იანების დიდი ზომის სამოსით. პირველი ცნობილი ადამიანი, რომელმაც New balance 530 “Dad shoes” მოირგო იყო სტივ ჯობსი.
 ბოლო დროს არნახულად გაიზარდა ტრენდის მიმდევრების რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით „უშნო“ კონტური აქვს და ერთგვარი 90-იანების ნოსტალგია მოაქვს ყოველდღიურად იმატებს მისი მომხმარებელთა რიცხვი. თავდაპირველად ტრენდი ხასიათდებოდა მარტივი პალიტრებით, თუმცა ახლა უკვე ბრენდები დაუსრულებელ არჩევანს გვთავაზობენ და ფეხსაცმლის შეხამება შესაძლებელი გახდა, როგორც სპორტულ სამოსთან, ასევე ჯინსებთან და თუკი გამბედაობა გეყოფათ ამისთვის, კლასიკურ კოსტიუმებთანაც კი. ჩვენს მაღაზიაში შეხვდებით Dad shoes არაერთ ტრენდულ მოდელს, მაგალითად Adidas Yeezy 700, რომელიც კეინი უესტისა და ბრენდის კოლაბორაციის შედეგია. სილუეტი გამოირჩევა ტყავისა და ბადისებრი ტექსტილის კომბინაციით სქელ ძირზე, ფერების პალიტრა კი საკმაოდ ფართოა. შესანიშნავი ინვესტიცია იქნებოდა ბოტასების კოლექციონერებისთვის. კიდევ ერთი ტრენდული მოდელი, რომელსაც საიტზე შეხვდებით არის Adidas Niteball – დაგვეთანხმებით ნამდვილად დახვეწილი სილუეტია, ფერების არჩევანი კი საშუალებას მოგცემთ თქვენთვის შესაფერისი მოდელი მარტივად იპოვოთ.
უფრო სპორტული ლუქისთვის კი გირჩევთ Nike M2K tekno , რომელიც იდეალურად გამოხატავს სპორტული სამოსის ესთეტიკას, ნაიკის ორმაგი ლოგოები სილუეტის გამორჩეული მახასიათებლებია.
 როგორც ვხედავთ სტილის მრავალფეროვნება და კომფორტულობა ამ ტრენდის წარმატების საიდუმლოა, ამიტომაც მოდიდან დიდი ხნის მანძილზე არ გაადავა.

დაწერე კომენტარი

ძებნა ease.ge

შესვლა

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდა პაროლი? შეიყვანე მომხმარებელი ან ელ-ფოსტა. პაროლის განახლების ბმული გამოიგზავნება ელ-ფოსტაზე.

კალათა (0)

Added to wishlist!