EASE BLOG
Posted in

BALENCIAGA / ADIDAS

Posted in

საიდუმლო არ არის, რომ მაღალი კლასის მოდის ბრენდებმა შეაღწიეს სპორტული ტანსაცმლის ინდუსტრიაში ისეთი თანამშრომლობებით, როგორიცაა Dior x Air Jordan 1 და Prada x Adidas ფორუმი, რომლებიც ბოლო წლებში გამოჩნდა ბაზარზე. ამ ტენდენციის გაგრძელებაა აქამდე არნახული Balenciaga x Adidas თანამშრომლობა, რომლის შესახებაც @Apolloluo1976 ბლოგერის ინსტაგრამ გვერდიდან გავიგეთ, თუმცა ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამშრომლობა.

 ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ ბრენდები ამ კოლაბორაციაში იყენებენ Balenciaga Triple S მოდელს, როგორც ბაზას, მაგრამ ფეხსაცმლის წინა გამოშვებისგან განსხვავებით, ადიდასისთვის დამახასიათებელი „სამ ზოლიანი“ გადაფარვის პანელები ჩნდება ფეხსაცმლის გვერდებზე, ერთობლივი ბრენდინგი იბეჭდება ქუსლის ჩანართზე. ადიდასის ემბლემა, რომლის ქვემოთაც ADIDAS  წარწერის ნაცვლად Balenciaga-მ დაიკავა ადგილი. ახალი სილუეტი თეთრ ბაზაზე შავ აქცენტებს იყენებს და თითქოს SUPERSTAR-ს მოგვაგონებს.

 5 მაისს ბრენდებმა ოფიციალურად დაადასტურეს არა მხოლოდ თავიანთი თანამშრომლობა, არამედ სრულ კოლექციაზე წინასწარი შეკვეთების მიღებაც დაიწყეს.
 სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელიც ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი ნიუ-იორკში ჩვენების დროს, მოიცავს ბრენდებისთვის დამახასიათებელი ფერების ერთობლივ ნაზავს თეთრ, შავ და ლურჯ ტონებში , ბალენსიაგას ქალის Speed Sneaker-ისა და ტანსაცმლის ფართო არჩევანს.

დაწერე კომენტარი

ძებნა ease.ge

შესვლა

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდა პაროლი? შეიყვანე მომხმარებელი ან ელ-ფოსტა. პაროლის განახლების ბმული გამოიგზავნება ელ-ფოსტაზე.

კალათა (0)

Added to wishlist!