adidas Yeezy 450 – Ease
EASE BLOG
Posted in

adidas Yeezy 450

Posted in

adidas Yeezy 450 პირველად 2018 წელს გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე და ეს იყო ყველაზე უცხო, ველური სილუეტი კეინი უესტის ბრენდთან კოლაბორაციის პორტფოლიოში.  თავდაპირველად Yeezy 451 სახელით იყო ცნობილი, თუმცა დღეისთვის ბევრი ცვლილება განიცადა სილუეტმა, მათ შორის დასახელებაც.  დიზაინი შემქნა სნიკერების ლეგენდარულმა დიზაინერმა სტივენ სმიტმა, მის სახელს უკავშირდება ისეთი ფუტურისტული მოდელების შექმნა, როგორიცაა  Reebok Instapump Fury, ასევე ახალი Adidas Yeezy 450. პროგრესული სტილი აერთიანებს კრემისფერი წინდის მსგავს ნაქსოვ ზედა ნაწილს და აგრესიულ, ცოტა მითოსურ, ეშვების მსგავსი სტილის ქაფის ძირს,  რომელიც ფეხსაცმლის ქუსლამდე აღწევს. უბრალო, ნაქსოვი დიზაინის წყალობით ფეხსაცმელს თასმების უნიკალური სისტემა აქვს, ასეთ მარყუჟებსა და რგოლებს ყოველდღე ნამდვილად ვერ შეხვდებით. ნაქსოვი წინდის მსგავსი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და ინდივიდუალურ მორგებას, იმავდროულად, რბილი TPU (თერმოპლასტიკური ურეთანი) ნაერთი ფეხსაცმლის ძირზე გთავაზობთ ყოველდღიურ კომფორტს და ინოვაციურ ესთეტიკას.
სილუეტი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც Yeezy ხაზის ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდული მოდელი.
  adidas Yeezy 450 უკვე მოირგო ბევრმა ცნობილმა სახემ, როგორიცაა თავად კეინი უესტი, ბელა და ჯიჯი ჰადიდი.
საინტერესოა რას ფიქრობთ ამ მომავლის ფეხსაცმელზე?

დაწერე კომენტარი

ძებნა ease.ge

შესვლა

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდა პაროლი? შეიყვანე მომხმარებელი ან ელ-ფოსტა. პაროლის განახლების ბმული გამოიგზავნება ელ-ფოსტაზე.

კალათა (0)

Added to wishlist!