EASE BLOG
Posted in

Adidas აპირებს აწარმოოს მცენარეებზე დაფუძნებული ტყავი

Ease.ge
Posted in

ცნობილი გახდა, რომ Adidas აპირებს აწარმოოს მცენარეებზე დაფუძნებული ტყავი, რომელიც გამოყენებული იქნება ფეხსაცმლის დასამზადებლად. ეს არის მისი უკანასკნელი ინიციატივა მას შემდეგ, რაც 2020 წელს პლაჟებიდან და სანაპირო რეგიონებიდან შეგროვებული პლასტიკისაგან გადამუშავებული 15 მილიონი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა. მასალა, რომელზეც Adidas მუშაობს პარტნიორებთან ერთად, მზადდება მიცელიუმისგან, რაც სოკოების შემადგენელი ნაწილია. Adidas 2021 წლიდან ასევე გამოიყენებს გადამუშავებულ პოლიესტერს თავისი პროდუქციის 60% -ში და დაიწყებს ახალი გადამუშავებული ბამბის მასალის წარმოებას.აღსანიშნავია კომპანიამ 2020 წელს დაიწყო თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხსაცმლის, სტენ სმიტის, ვეგანური ვერსიის შეთავაზება და უარი თქვა თავის პროდუქციაში ბეწვის გამოყენებაზე. ჯერჯერობით ბრენდი არ ახმაურებს თუ როდის მოხდება ამ ინოვაციური კონცეფტის დანერგვა მათ სპორტულ ხაზში. როგორც Business Insider- ის რედაქტორმა დენის გრინმა 2019 წელს განაცხადა, მწვანე ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, უფრო მეტ შთაბეჭდილებას მოახდენს მომხმარებლებში, ვიდრე სხვა სახის ტანსაცმელი.

დაწერე კომენტარი

ძებნა ease.ge

შესვლა

რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდა პაროლი? შეიყვანე მომხმარებელი ან ელ-ფოსტა. პაროლის განახლების ბმული გამოიგზავნება ელ-ფოსტაზე.

კალათა (0)

Added to wishlist!